- ონტოლოგია
- მოძღვრება არსებულის როგორც არსებულის შესახებ, ჯორდანო ბრუნოსთან წარმოადგენს უნივერსუმს, როგორც ერთიანი გასულიერებული მთელის ანალიზს. „მიზეზის, პრინციპისა და ერთის შესახებ“ ნაშრომის მეხუთე დიალოგის შესავალში ვკითხულობთ: „უნივერსუმი წარმოადგენს ერთიანს, უსასრულოს და უძრავს... ის არ წარმოიშობა, რადგან არ არსებობს რაიმე სხვა ყოფიერება, რომლისკენაც ის შეიძლება მიილტვოდეს, ანდა რომლისგანაც შეიძლება გამოვიდეს; მას ხომ თავადა აქვს ყოველი ყოფიერება. ის არ შეიძლება მოისპოს, რადგან არ არსებობს რაიმე სხვა, რადაც იგი შეიძლება გადაიქცეს, ის ხომ თავადაა ყოველივე? მას არ შეიძლება რაიმე მიემატოს ან მოაკლდეს, რადგან ის ხომ უსასრულოა და ამიტომ ერთიანად შეუძლებელია მას რაიმე გარედან მიემატოს, ანდა რაიმე მოსწყდეს?“Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
Georgian encyclopedia. 2013.